
რთულია, თუ არა შეუძლებელი, გაიმარჯვო ომში ისე, რომ დამპყრობელ ქვეყანას თავს არ დაესხა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას არ აძლევდა ბრძოლის საშუალებას.
„ძალიან რთულია, თუ არა შეუძლებელი, გაიმარჯვო ომში ისე, რომ დამპყრობელ ქვეყანას თავს არ დაესხა. ეს ჰგავს ფანტასტიურ სპორტულ ნაკრებს, რომელსაც ძალიან კარგი დაცვა ჰყავს, მაგრამ შეტევაში თამაშის უფლება არ აქვს. გამარჯვების შანსი ამ შემთხვევაში არ არსებობს! ასეა უკრაინისა და რუსეთის შემთხვევაში. თაღლითი და სრულიად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას ბრძოლის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. ასე რანაირად მოხდა? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ომი არ მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასოდეს! წინ საინტერესო დრო გველოდება“, – წერს დონალდ ტრამპი.
0
0