
ფიზიკური დაპირისპირება იყო რამდენიმე დღის წინ ბაგრატის ტაძრის ეზოში. კონფლიქტში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას kutaisipost ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, კონფლიქტში ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე იოანეც მონაწილეობდა.
საკითხზე საქმის კურსშია საპატრიარქოც, რომლის ზნეობრივი კომისია მომხდარს სწავლობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეუფეს გარემოცვის წევრმა ხელი ერთ-ერთი მღვდლის მისამართით ასწია. კამათის მოტივი, სავარაუდოდ, სასულიერო პირების ქუთაისიდან სხვა მუნიციპალიტეტის სოფელში გადაყვანა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი მოძღვარი იაკობ სებისკვერაძე იყო, რომელიც მედიასაშუალებებთან ამბობს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი მეუფის გარემოსცვის მხრიდან ჰქონდა.
"ტელეფონით ვერაფერს ვერ ვიტყვით. ვერ გეტყვი ვერაფერს, ასე ტელეფონით ვერ ავხსნი ვერაფერს", - ამბობს მამა იაკობ სებისკვერაძე.
აღნიშნული ინციდენტის შესახებ არაფერი იცის მეუფესთან დაახლოებულმა პირმა და ქუთაის-გაენათის ეპარქიის ადმინისტარციის წარმომადგნელმა მოძღვარმა მატათა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, რომ თუ რაიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ამაზე განცხადებას თავად მეუფე იოანე გაავრცელებს.
მისივე თქმით, მეუფე, სამუშაო ვიზიტით, რამდენიმე დღით, დედაქალაქში იმყოფება.
"ვერაფერს გეტყვით, უნდა დაელოდოთ მეუფეს და თუ რაიმე მსგავსი ინციდენტი იყო, ის გააკეთებს კომენტარს. სჯობს, ეპარქიის მმართველმა გაგცეთ ამ თემაზე პასუხები. ათასი ვერსია მოვისმინე და არ ვიცი. თვითონაც ვცდილობ და ვერ დავუკავშირდი მეუფეს, რა ეპიზოდებზეა საუბარი. თბილისშია წასული, სამუშაო ჯგუფთან, ბიბლიის თარგმანზე მუშაობენ",- ამბობს მამა მატათა
0
0