10/09/2024
20:50
საზოგადოება
საქართველო-ჩეხეთის მატჩის დროს, სოციალური ქსელი გაამხიარულა კადრებმა, რომელშიც ჩანდა, მესხის სახელობის მოედანთან ხეზე შემომჯდარი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ასე ადევნებდა მატჩს თვალს მას მერე, რაც ბილეთის შეძენა ვერ მოახერხა.
როგორც ირკვევა, ის 24 წლის აკაკი ნიკაჭაძეა, რომელიც ზესტაფონიდან ჩამოვიდა იმ იმედით, რომ ბილეთის გადამყიდველებისგან მაინც შეიძენდა, თუმცა ვერ შეძლო და როგორც ამბობს, ერთადერთი გზა ხეზე ასვლა იყო.
აკაკი ამბობს, რომ სხვას რომ არ დაესწრო, ხეზე ორი საათით ადრე ავიდა. ხეზე რომ დაინახეს დაცვა მოივიდა და უთხრა, რომ ჩამოდი, ბილეთი „გაიჩალიჩეო“ და ხიდან ჩამოვიდი,
"ზესტაფონიდან იმ იმედით ჩამოვედი, რომ ბილეთს გადამყიდველებისგან შევიძენდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. დაცვასაც ვთხოვე შევეშვი, მაგრამ უარი მითხრეს, შეპარვაც ვცადე, მაგრამ დაცვა ძალიან გაძლიერებული იყო. ერთადერთი გზა ხეზე ასვლა იყო. იქაც დიდი იყო კონკურენცია, სხვა ბიჭებიც იყვნენ და სხვას რომ არ დაესწრო, ხეზე ორი საათით ადრე ავედი. ხეზე რომ დამინახეს დაცვა მოვიდა და მითხრა: ჩამოდი, ბილეთი „გაიჩალიჩეო“ და ჩამოვედი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხიდან არ ჩამოვიდოდი. ერთადერთ რამეზე მწყდება გული. ჩემი ვიდეოები ყველგან გავრცელდა, აიტაცეს და ნაკრების მასური არავინ მაჩუქა. დღევანდელი მატჩისგან კი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ველოდები. აუცილებლად მოვიგებთ, ჩვენი ბიჭები კიდევ ერთხელ გაგვახარებენ“, - ამბობს აკაკი.
0
0