
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებისთვის „ჰამასის“ მიერ წამოყენებულ პირობას უარით უპასუხა. ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის არმიას არ გაიყვანენ და ისრაელის სექტორის მმართველობის „ჰამასისთვის“ გადაბარებას არ დათანხმდებიან. საგანგებო მიმართვისას ნეთანიაჰუ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის საკითხსაც გამოეხმაურა.
„განვაგრძობთ ბრძოლას ყველა ფრონტზე. ჩვენ არცერთ ტერორისტს არ ვაძლევთ იმუნიტეტს არც ღაზაში, არც ლიბანში, არც სირიაში და საერთოდ, არსად! რაც შეეხება მძევლების გათავისუფლებას, ეს ჩვენი სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებისა და ომის შეწყვეტისთვის ღაზის სექტორიდან ჩვენი არმიის სრულად გაყვანას, ასევე მკვლელებისა და მოძალადეების გათავისუფლებას და სექტორში „ჰამასის“ გავლენის შენარჩუნებას ითხოვს. ამაზე დათანხმება ნიშნავს, რომ ჩვენმა სამხედროებმა ბრძოლის ველზე ტყუილად გაწირეს თავი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი მოქალაქეების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომაც „ჰამასის“ პირობას არ დავთანხმდებით.
რაც შეეხება პალესტინის სახელმწიფოს, სწორედ ჩემი დაჟინებული მოთხოვნა უშლიდა ხელს წლების განმავლობაში მის შექმნას, რაც ეგზისტენციალური საფრთხე იქნებოდა ისრაელისთვის. ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, მტკიცედ გავაგრძელებ წინააღმდეგობას. ისრაელი სრულ წარმატებას მიაღწევს და ითხოვს ღაზის დემილიტარიზაციას, ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026