
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციას ავრცელებს:
⛪️ ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული სვეტიცხოვლობა, რომელიც აღინიშნება 14 ოქტომბერს. მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.
📌 ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
⏩️ დღესასწაულზე მცხეთის 12 მოციქულის სახელობის (სვეტიცხოვლის) ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი "ბეიჯები".
👉 დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 987 055. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2023 წლის 11 ოქტომბერი. - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0