
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ, აშშ-ს მიერ მიერ დასანქცირებასთან დაკავშირებით დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. უცნობია ისიც, იმყოფება თუ არა ფარცხალაძე საქართველოში.
შესაბამის საკითხზე „ინტერპრესნიუსმა“ სუს-ს მიმართა, თუმცა, სააგენტოს უწყებაში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ „საქმის შესწავლა მიმდინარეობს“.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
0
0