
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია, რა დროსაც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავეს, კახეთის რეგიონში ჩატარდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული პანკისისკენ გადაადგილდებოდა.
სასამართლო განჩინების საფუძველზე, სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩაატარა.
გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას.
დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
11/08/2025