24/06/2023
02:20
მსოფლიო
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი და რუსეთის ძალების გაერთიანებული ჯგუფის ყოფილი მეთაური სერგეი სუროვიკინი ვაგნერელბს მოუწოდებს შეჩერდნენ. მისი თქმით, მტერი ახლა შიდაპოლიტიკური ვითარების გაუარესებას ელოდება.
"ჩვენი ერთი სისხლი ვართ"- ამბობს სუროვიკინი ვიდეო მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"მოგიწოდებთ შეჩერდეთ, მტერი მხოლოდ შიდაპოლიტიკური ვითარების გაუარესებას ელოდება. ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში მტრის სასარგებლოდ თამაში არ შეიძლება.
ჩვენ ერთი სისხლის ვართ, მებრძოლები ვართ, მტერი ქვეყანაში შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებას ელოდება".- ამბობს სუროვიკინი.
პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ რუსული ძალები დაქირავებულთა ბანაკებს თავს დაესხნენ, რუსეთის უარყოფს ბრალდებებს. უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა კი აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა.
0
0