
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის სტარტაპ ფონდმა, Future Fund-მა მის ცოლთან დაკავშირებულ ფორმებში თითქმის 2 მლნ გორვანქა სტერლინგის ინვესტირება განახორციელა. ამის შესახებ theguardian.com იუწყება.
საუბარია ოთხ საწარმოზე და მათში ინვესტირება კორონავირუსის პანდემიის დროს მოხდა.
სუნაკის ცოლი აკშატა მურტი კომპანია Carousel Ventures-ში წილს ფლობს და ამ კომპანიამ Future Fund-გან საკუთარი ბიზნესის დასაფინანსებლად 250 000 გირვანქა სტერლინგი მიიღო.
კომპანიაში წილი ასევე ეკუთვნის პარლამენტის წევრს კონსერვატიული პარტიიდან ენდრიუ გრიფიტს, რომელიც ამჟამად სუნაკის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებს.
Carousel Ventures-ის გარდა, აკშატა მურტი კიდე ფლობს კომპანია New Craftsmen-ის აქციებს, რომელმაც ფონდისგან 1,3 მლნ გირვანქა სტერლინგი მიიღო. ასევე კომპანიას Digme Fitness-ის აქციებს, რომელმაც ფონდისგან 125 ათასი გირვანქა სტერლინგი მიიღო.
სუნაკის ფონდმა საქმიანობა 2020 წლის მაისში დაიწყო, რათა გაკოტრების წინაშე მყოფი ბიზნესი გადაერჩინა, ბოლო სამი წლის განმავლობაში 130-მა ფორმამ, რომელმაც ფონდის დაფინანსება მიიღო, არსებობა შეწყვიტა.
დაფინანსების სქემის მიხედვით, ამ თანხებზე წვდომა პრაქტიკულად ნებისმიერ კომპანიას ჰქონდა, რომელმაც ინვესტორისგან სათანადო დაფინანსება ვერ მიიღო და შემოწმებები გაიარა.
The Guardian-ის ინფორმაციით, რიში სუნაკის მეუღლე ან მისი ვენჩურული კომპანია 17 კომპანიაში ფლობდა აქციათა პაკეტებს, როდესაც სუნაკი იყო კანცლერი ან პრემიერ-მინისტრი. არცერთ ამ კომპანიაზე ინფორმაცია სუნაკმა ნებაყოფლობით არ გამოამჟღავნა.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, მის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Future Fund-მა პანდემიის დროს 1200-ზე მეტი კომპანია დააფინანსა და მათ რთულ პერიოდში მათ გაკოტრების საფრთხე ააცილა.
0
0