
იაპონიის ავიაკომპანიას ბოლო წუთს რეისის დამატება მოუწია - არა ბარგის, არამედ მგზავრთა ჯგუფის წონის გამო, რომლებიც სუმოისტები აღმოჩნდნენ.
Japan Airlines-ის ორი თვითმფრინავით სუმოისტები ამამი ოშიმაში სპორტული ფესტივალისთვის მიემგზავრებოდნენ. 27 სპორტსმენის 2 ჯგუფი ცალკეული რეისებით 12 ოქტომბერს უნდა გაფრენილიყო - ერთი ჯგუფი ტოკიოს ჰანედას აეროპორტიდან (HND), ხოლო მეორე - ოსაკას იტამის აეროპორტიდან (ITM).
„სუმოისტები საშუალოდ 120 კგ-ს იწონიდნენ, რაც ბევრად აღემატება მგზავრის საშუალო (70 კგ) წონას,“ - განუცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა CNN-ს.
უფრო დიდი ზომის თვითმფრინავებისთვის რთული იქნებოდა ამამის (ASJ) რეგიონულ აეროპორტში აფრენა და დაშვება, ამიტომ ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, რომ 14 სუმოისტი ჰანედას აეროპორტიდან გაემგზავრებინა.
სამი სუმოისტი, რომელთა წონა იყო 140 კგ, 130 კგ და 110 კგ, 15 ოქტომბერს, ფუკუოკადან ჰანედაში დაბრუნებისას, თვითმფრინავში ერთმანეთის გვერდით იჯდა.
„ვფიქრობ, შუა სავარძელი ყველაზე გამძლე იყო“, - თქვა ერთ-ერთმა სუმოისტმა.
”სუმოისტების წონასთან დაკავშირებით ვხუმრობდი, მაგრამ ეს რეალურ პრობლემად გადაიქცა. ავიაკომპანია მათი ტრანსპორტირებისთვის ძალიან დაგვეხმარა, თუმცა ცოტა დაღლილები ვართ“, - განუცხადა CNN-ს გუნმას სუმოისტთა წარმომადგენელმა.
მისწერეთ სივრცეები-სამუშაო
0
0