
სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გუშინ, მის მიერ დაწერილ სტატუსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„ჩემი ფეისბუკი არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებრივ აზრს და არც პოლიტიკურს. ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. არ იყო ეს საჯარო. ჩემი ფეისბუქ გვერდი არის დახურული. ვინ გახსნა? როდის გახსნა? მე ეგ არ ვიცი. ის სიტყვა, რომელზედაც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, რაზეც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი. ჩვენ მეგობრებში გვაქვს ეგეთი საუბარი და ვუგებთ ერთმანეთს“, - ამბობს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე
სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ ფეისქბუზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მოგვიანებით წაშალა.
„გუშინ ვფიქრობდი დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას. მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით შეცდომა არ დაეშვათ! მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ.“ - წერდა სამგორის გამგებელი.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026