23/06/2023
10:16
მსოფლიო
პაკისტანელი ბიზნესმენის, შაჰზადა დავუდის 19 წლის ვაჟი, რომელიც ექსპერიმენტულ წყალქვეშა ნავ “ტიტანის” ერთ-ერთი მგზავრი იყო, ოკეანის წყალქვეშ მოგზაურობის წინ "შიშობდა", თუმცა საბოლოოდ მამას „ტიტანიკის“ მიმართ მისი სიყვარულის გამო დათანხმდა.
ბიზნესმენ შაჰზადა დავუდის უფროსმა დამ, აზმე დავუდმა, NBC News-ს განუცხადა, რომ სულეიმანი "ძალიან იკავებდა თავს წყალქვეშა ნავით ოკეანის წყლებში მოგზაურობისგან".
”სულეიმანი გრძნობდა, რომ ეს არ იყო კარგი ნაბიჯი და არც კომფორტული იქნებოდა მისთვის ეს მოგზაურობა. მაგრამ მამის დღეც აღინიშნებოდა და ეს იქნებოდა სულეიმანისთვის მამასთან დამაკავშირებელი გამოცდილება; მას სურდა ცხოვრებისეული თავგადასავალი მამასთან ერთად გაეზიარებინა. მამამისსაც ასე უნდოდა. OceanGate-ის ექსპედიციის სხვა წევრები, რომლებიც კატასტროფული აფეთქების დროს დაიღუპნენ, სულეიმანისგან განსხვავებით, სამოგზაუროდ საკუთარი ინტერესებისთვის წავიდნენ.
სულეიმანი ძალიან პატარა იყო, როდესაც „ტიტანიკით“ დაინტერესდა. მან თავისი ოცნება აისრულა. ამ თვალსაზრისით, ის „ტიტანიკის“ ლეგენდის ნაწილი გახდა”, - თქვა აზმე დავუდმა.
0
0