11/04/2023
12:55
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე რიგგარეშე სხდომის გადადებასა და სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა.
წითლიძის თქმით, მივლინების თარიღები დაგეგმილი იყო და ამიტომ ისტერიკაც გაუგებარია.
„ჩვენი მივლინების თარიღები დაგეგმილი იყო 10-დან 13 აპრილამდე, ამიტომაც ცოტა გაუგებარი არის ეს ისტერიკა. მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რიგგარეშე სხდომის თარიღთან დაკავშირებით, მე ნამდვილად არ ვიყავი ინფორმირებული.
მე მათ {ოპოზიცია} მოვუწოდებ, რომ უფრო ორგანიზებულები იყვნენ და სათითაოდ იქონიონ ყველა დეპუტატთან კომუნიკაცია. გარდა ამისა, ტყუილია რომ მხოლოდ ჩემი და ლევან ხაბეიშვილის გამო ვერ იქნება საგამოძიებო კომისია.
დამატებით კიდევ ორი დეპუტატი ვერ იქნება თვის ბოლომდე წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, სულ რომ ხვალ მე და ბატონი ხაბეიშვილი ვყოფილიყავით პარლამენტში და ხმა მიგვეცა საგამოძიებო კომისიისთვის, კომისია მაინც ვერ შეიქმნებოდა“, - აცხადებს ანი წითლიძე.
0
0