01/11/2024
11:26
სპორტი
გამოცემა ASSE Mercato-მ წერილი გამოაქვეყნა ზურიკო დავითაშვილზე, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონი წარმატებით დაიწყო.
„ზურიკო დავითაშვილი, რომელიც „სენტ ეტიენში“ ზაფხულში 6 მილიონ ევროდ გადავიდა, მასზე დამყარებულ იმედებს ამართლებს. ჩემპიონატში ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ ქართველი ოლივიე დალ ოლიოს გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა. ეს უკანასკნელი შესაძლოა მალე ლიგა 1-მა თვის გოლის პრიზით დააჯილდოვოს.
დავითაშვილს „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტის გაფორმებამდე საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში არ უთამაშია. გასულ სეზონამდე ქართველი ნახევარმცველი „ბორდოში“ გამოდიოდა, სადაც 63 მატჩში 24 გოლში მონაწილეობდა.
ნაყოფიერი სეზონის შემდეგ (8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა), „სენტ ეტიენი“ დააინტერესა და „ბორდოს“ მოთამაშის შესაძენად 6 მილიონი ევრო გადაუხადა. ეს წარმატებული ინვესტიცია აღმოჩნდა. სულ 9 მატჩში ზურიკო დავითაშვილმა 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მისთვის ოქტომბერი პროდუქტიული იყო, ეფექტურად ითამაშა „მონაკოსთან“ და „ბრესტთან“. „ოსერთან“ მატჩში (5 ოქტომბერი) ზურიკო დავითაშვილმა კარიერაში პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა და „სენტ ეტიენს“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა, შემდეგ კი „ოსერთან“ 2 გოლი გაიტანა, თუმცა მისი გუნდისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
სულ რაღაც ერთ თვეში ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენის“ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა“, – წერს ფრანგული გამოცემა.
0
0
ბრაკონიერმა თეთრიწყაროში შველი მოკლა
22/11/2024
თსუ-ს ეზოში სტუდენტები პროტესტს განაგრძობენ
22/11/2024