04/11/2024
20:17
პოლიტიკა
სულ მეკითხებიან, რა არის ოპოზიციის გეგმა. გეგმა ვართ ჩვენ. ჩვენ გავიმარჯვებთ გაყალბების მიუხედავად. ეს წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია თბილისში და მთელ საქართველოს მოედება. ჩვენ უნდა ვიაროთ კარდაკარ და ვუთხრათ, გამოდით, შემოგვიერთდით - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არ დათმობს თავისუფლებას.
"ჩვენ მუხანათურად მოგვეპარნენ, ზურგში დანა ჩაგვარტყეს, სულში ხელი ჩაგვიყვეს და ყველაზე მთავარი ამოგვაცალეს, ჩვენი ხმა. ჩვენი ხმა ამოგვაცალეს. ასეთი განსაცდელის დროს ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა, მაგრამ არსებობს ერთი ამოუცნობი ფენომენი, რომელსაც ქართველი ხალხი ჰქვია, რომელიც გრძნობს იმ საშიშროებას, რომ არ დათმოს ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის თავისუფლება. არსებობს ორი ტიპის ქურდი. ქურდი, რომელიც მოგპარავს მობილურს, ფულს, მანქანას და არსებობს მეორე ქურდი, პოლიტიკური ქურდი, რომელიც გპარავს მომავალს. ასეთი პოლიტიკური ქურდი არის ბიძინა ივანიშვილი. სულ მეკითხებიან, რა არის ოპოზიციის გეგმა. გეგმა ვართ ჩვენ. ჩვენ გავიმარჯვებთ გაყალბების მიუხედავად. ეს წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია თბილისში და მთელ საქართველოს მოედება. ჩვენ უნდა ვიაროთ კარდაკარ და ვუთხრათ, გამოდით, შემოგვიერთდით, რადგან ქვეყანა არის განსაცდელის ზღვარზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
0
0