
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს რუსეთში იმყოფებოდა.
"25 დღიანი მივლინება დერბენტში, მახაჭყალში, პეტერბურგსა და მოსკოვში, დასრულებულია!სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატების შეხვედრების გარდა, გამოვყოფდი “კავკასიურ დიალოგს,” “დიალოგს მომავლის სახელით”,ИМЭМО РАН -ის საერთაშორისო კონფერენციას, ქართულ- რუსულ ახალგაზრდულ ფორუმს, რფ სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციებისა და კომიტეტების წარმომადგენელთა საპარლამენტო დელეგაციასთან ძალზედ ნაყოფიერ სამუშაო ფორმატს, ქართული ორგანიზაციის -“მშვიდობა სოლიდარობისთვის” თანაორგანიზატორობით შემუშავებულს! წინ გველის საინტერესო პროცესები და რაც მთავარია , სულ ახლო მომავალში გაუქმდება სავიზო რეჟიმი და აღდგება პირდაპირი ავიამიმოსვლა, რაც ჩვენი მილიონიანი დიასპორისთვის სამშობლოსთან სამიქალაქო ინტეგრირების პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს!!!" - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე და ფოტოს აქვეყნებს.
0
0