სუდანში საპროტესტო აქციების დროს 15 ადამიანი მოკლეს
18/11/2021
11:57
მსოფლიო
A-
+A
სუდანში, სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროს, უსაფრთხოების ძალებმა, სულ მცირე, 15 ადამიანი მოკლეს და ათეულობით დაჭრეს.
დედაქალაქ ხართუმში, ქალაქ ბაჰრისა და ომდურმანში, დემონსტრანტები სამოქალაქო ხელისუფლებისთვის ძალაუფლების სრული გადაცემასა და 25 ოქტომბრის სამხედრო გადატრიალების ლიდერების გასამართლებას მოითხოვდნენ. უსაფრთხოების ძალებმა მათ წინააღმდეგ ნამდვილი ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მანამდე კი, ხართუმის ცენტრალურ ნაწილში, აქციის მონაწილეებმა საბურავები დაწვეს და სკანდირებდნენ: „ხალხი ძლიერია, უკან დახევა შეუძლებელია“.
სუდანში, 25 ოქტომბრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, საპროტესტო აქციების შედეგად, 22 ადამიანი გარდაიცვალა.
0
0
448
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%