
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სუდანში საბავშვო ბაღსა და საავადმყოფოზე თავდასხმების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 63 ბავშვი დაიღუპა.
„სუდანის სამხრეთ კორდოფანის შტატში, საბავშვო ბაღი და, სულ მცირე, სამჯერ, ახლომდებარე საავადმყოფო დაიბომბა, რის შედეგადაც, 114 ადამიანი, მათ შორის 63 ბავშვი, დაიღუპა და 35 დაშავდა. თავდასხმები გაგრძელდა მაშინაც კი, როდესაც მშობლები და დამლაგებლები ახლომდებარე საავადმყოფოში დაჭრილებთან მიდიოდნენ. 4 დეკემბრის თავდასხმების შედეგად გადარჩენილები მკურნალობისთვის სამხრეთ კორდოფანში, აბუ ჯებაიჰაში გადაიყვანეს. შემაშფოთებელია, რომ პარამედიკოსებსა და რეაგირების ჯგუფებს თავს დაესხნენ, როდესაც ისინი საბავშვო ბაღიდან დაშავებულების საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდნენ,“ - განაცხადა X-ზე ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
ჰეგლიგი, რომელიც სუდანის სამხრეთ საზღვარზე მდებარეობს, სამხრეთ სუდანის ნავთობის გადამამუშავებელი მთავარი ობიექტია და სამხრეთ სუდანის მთავრობის შემოსავლის დიდ ნაწილს შეადგენს. სამთავრობო წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ სამთავრობო ძალები და ნავთობის საბადოზე მომუშავე მუშები ტერიტორიიდან გავიდნენ შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით, რომლებსაც შეიძლებოდა ნავთობის ობიექტები დაეზიანებინა.
სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო თავდასხმები, რომლებიც, მისი თქმით, სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა დრონების გამოყენებით განახორციელეს.
0
0