21/10/2022
13:09
მსოფლიო
გაეროს ინფორმაციით, სუდანის სამხრეთით მდებარე ცისფერი ნილოსის შტატში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 150 ადამიანი დაიღუპა.
ძალადობა მეტოქე ეთნიკურ ჯგუფებს შორის მიწის საკუთრებაზე დავას მოჰყვა. კონფლიქტის შესაჩერებლად ღამით კომენდანტის საათი დაწესდა.
გაერო „შეშფოთებულია ლაგავას ოლქსა და ლურჯი ნილოსის რეგიონში კონფლიქტისა და ძალადობის ესკალაციის გამო.“
„მდგრადი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელი იქნება იმ მთავრობის გარეშე, რომელიც პრიორიტეტად აქცევს ადგილობრივი თემების საჭიროებებს, უსაფრთხოების პრობლემის ჩათვლით, და მოაგვარებს კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს“, - ნათქვამია სუდანში გაეროს დახმარების მისიის განცხადებაში.
გასული წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ სუდანში პოლიტიკური არეულობა და ძალადობის შემთხვევები ხშირია.
0
0