-share.jpg)
ადგილობრივი მოხალისეთა ქსელის ცნობით, სუდანის ქალაქ ომდურმანის დარ-სალამის რაიონში, შემთხვევითი დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 120 ადამიანი დაიღუპა.
დედაქალაქ ხართუმის სასწრაფო დახმარების განყოფილების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. სასწრაფო დახმარების განყოფილებამ BBC-ს არ დაუკონკრეტა, თუ ვინ იდგა ომდურმანში მომხდარი თავდასხმის უკან. მაშველების თქმით, სამედიცინო მარაგი იწურება, რადგან ჯანდაცვის მუშაკები დაბომბვის შედეგად დაშავებულ ადამიანებს მკურნალობენ.
სუდანის სამოქალაქო ომს, რომელიც უკვე 21 თვეა, მიმდინარეობს, ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა და იძულებით გადაადგილდა 12 მილიონზე მეტი მოსახლე. ქვეყანა შიმშილის ზღვარზეა, რასაც გაერო ,,ჰუმანიტარულ კატასტროფად’’ აფასებს.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026