25/08/2023
16:59
მსოფლიო
გაეროს განცხადებით, სუდანის ომი მთელ ქვეყანაზე გამანადგურებელ გავლენას ახდენს და შესაძლოა, ზოგადად, რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დადგეს.
„ასობით ათასი ბავშვი უკიდურესად არასრულფასოვნად იკვებება და, მკურნალობის გარეშე დარჩენის შემთხვევაში, ისინი სიკვდილის რისკის ქვეშ არიან.
მოსახლეობის შიმშილის, დაავადებებისა და იძულებით გადაადგილების ფონზე, სუდანს სრული განადგურება ემუქრება. არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებების გაგრძელებას მთელი რეგიონისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება,“ - აღნიშნა გაეროს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა მარტინ გრიფიტსმა.
მიმდინარე კვირაში საქველმოქმედო ორგანიზაცია Save The Children-მა განაცხადა, რომ ძალადობის გამო ის იძულებული გახდა, ათობით კვების ობიექტი დაეხურა.
გავრცელებული ინფრომაციით, 30 000-ზე მეტ ბავშვს მკურნალობა არ უტარდება და შედეგად, 500-მდე გარდაცვლილია.
სუდანის არმიასა და გასამხედროებულ ძალებს შორის ბრძოლა 2023 წლის აპრილში დაიწყო და მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავდება.
0
0