
მიმდინარე ბრძოლების შეჩერების მიზნით, საუდის არაბეთისა და შეერთებული შტატების შუამავლობით ჩატარებული მოლაპარაკებების მიუხედავად, სუდანის არმიამ დედაქალაქ ხართუმზე საჰაერო თავდასხმები გააძლიერა.
საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გამართული მოლაპარაკებების უშედეგობამ ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის კონფლიქტის მოგვარების იმედი გააქრო.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, არმია "არტილერიას აგრესიულად ესვრის და ხშირად ესხმის თავს სამოქალაქო პირების სახლებს".
ჯედაში მიმდინარე მოლაპარაკებები პირველად ივნისში შეჩერდა და ოქტომბერში განახლდა. სუდანის წყაროებზე დაყრდნობით, Reuters-მა განაცხადა, რომ ამ კვირაში მოლაპარაკებები ახალი შეთანხმების გარეშე შეწყდა.
ერთთვიანმა ომმა 6,5 მილიონზე მეტი ადამიანის იძულებით გადაადგილება, ეკონომიკის მოშლა და დარფურში ეთნიკური წმენდა გამოიწვია.
0
0