
მეუფე იაკობის თქმით, ადამიანებზე მხოლოდ მაშინ იგრძნეს ომი ტკივილი, როცა ის ევროპას შეეხო. სასულიერო პირი ამბობს, რომ ყველამ უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ ევროპაში ომი დასრულდეს.
„მშვიდობას გისურვებთ. ომი რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყოს უკრაინაში. თავი არ მოვიტყუოთ, ამ ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული. ეს ომი არის საშინელება და კაცობრიობას უნდა აერიდებინა, მაგრამ ვერ ავირიდეთ.
დავფიქრდეთ თუ რატომ ხდება ხოლმე ასე... თუ პანდემიის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ხელმძღვანელმა განაცხადა და მთელ მსოფლიოში ერთი წესები შემოვიდა... თუ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ ომის გაჩერება, იქნებ სთხოვონ იმ კაცს, თუ ასე უჯერებენ. იქნებ გააჩეროს ეს ომი.
ყველაფერი ხომ ხედავთ ტყუილებზეა აგებული. ერთმანეთს არ უნდა ვაკადროთ და უნდა მოვიშალოთ ტყუილები. ერთმანეთის ცუდი და ერთმანეთის სიკვდილი არ უნდა გვიხაროდეს. პირველი ომია? რამდენი ხანია დედამიწაზე ომია, მაგრამ შეხედეთ, ტერორიზმი როცა იყო, სანამ ევროპასა და ამერიკაში არ გადმოვიდა, თურმე მსოფლიოში ტერორიზმი არ ყოფილა. როცა შეგვეხო, მაშინვე აღმოჩნდა, რომ თურმე რა ცუდია...
ავღანეთში, ერაყში, სირიაში რა ხდება? უკრაინაში ხომ ომია? მაინცდამაინც ევროპაში უნდა მოხდეს, გული რომ გვეტკინოს? ომი არსად არ უნდა იყოს და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ყველა ომი დასრულდეს. ორმაგი სტანდარტები არის ძალიან ცუდი.
მსოფლიოში ყველა ღირსეული ერია, უბრალოდ ჭკუა უნდა ვიხმაროთ და თუ შესაძლებელია ომის არიდება, უნდა ავირიდოთ. თუ არადა ქართველებს ომი გვესწავლება? მეორე მსოფლიო ომში 700 ათასი კაცი წავიდა და 300 ათასი აღარ დაბრუნებულა. 2008 წელს პირველი დარტყმა იყო და როგორ მოგვექცნენ ხომ? მარტო შეშფოთება არ არის საკმარისი... ადრევე რომ მიეღოთ იქ სადაც საჭიროა ამ დღეში არ ვიქნებოდით. უკრაინასაც იგივე ეხება“, - აცხადებს მეუფე იაკობი.
0
0