20/11/2024
01:57
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები შევიდნენ - ახალგაზრდები თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
მათი თქმით, რექტორმა მათ სასწავლებლის კარი ჩაუკეტა და თსუ სპეცრაზმელების შტაბად აქცია.
თსუ-ს რექტორის შეცვლა, საქართველოს და თსუ-ს არსებობა ერთმანეთთან ძალიან მნიშვნელოვნადაა გადაჯაჭვული, ეროვნული მოძრაობა დაიწყო თსუ-დან და ახალი ეროვნული მოძრაობაც აქედან დაიწყება. დავრჩებით აქ, ვიდრე სამუშია არ გადადგება. ჩვენ არავის თანხმობას არ ველით, ვერ გაგვიყვანენ. ყველა სტუდენტი შემოვედით“, - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა განცხადება გაავრცელა და თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვეს.
სტუდენტების თქმით, ისტორიული კორპუსი არის გადაქცეული ძალოვანი სტრუქტურების შტაბად, რაც არის უნივერსიტეტის უდიდესი შეურაცხყოფა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024