19/03/2023
13:43
პოლიტიკა
მიკვირს, მიხეილ სააკაშვილი როგორ უძლებს, არ ვიცი, როდემდე გაძლებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ განუცხადა.
„საშინელია მისი მდგომარეობა, ამაზე უარესი არის სიკვდილი. ვიღაცამ სტრასბურგში თქვა, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო და ნადვილად ეგრეა. როგორც კი წამოიწევა, არის ცარიელი ჩონჩხი. გული გაგიჩერდება. მიკვირს, როგორ უძლებს. არ ვიცი, როდემდე რას გაძლებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
რაც შეეხება პოლონელი ექიმების შესაძლო ჩამოსვლას, გიული ალასანიას თქმით, ფაქტია, რომ ისინი ვერ ჩამოდიან, რადგან საქართველოდან ნებართვას არ აძლევენ.
„პოლონელ ექიმებზე არავითარი ინფორმაცია მე არ მაქვს. მე არ მაქვს კონტაქტი ამ ხალხთან. ვხედავთ, რომ ვერ ჩამოდიან, ფაქტია. ელოდებიან მთელი თავისი აღჭურვილობით, მანქანით, რომელშიც ყველაფერია იმისთვის, რომ გაისინჯოს ადამიანი და დაწერონ თავისი დასკვნა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ჩამოდიან. არ აძლევენ აქედან ნებართვას. რა უნდა უშლიდეს ხელს ჩამოსვლას. ხელისუფლება მაგათ ხელშია, მისცენ ნებართვა, მით უმეტეს, რომ 27 ქვეყანა მიმართავდა ამ თხოვნით“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მომდევნო კვირაში გაიგზავნება.
„სტრასბურში სარჩელი ამ კვირაში აუცილებლად გაიგზავნება. ჩემი სურვილი ასეთია და დაველაპარაკები, რომ ასე მოხდეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
0
0