06/12/2024
16:59
სამართალი
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი - ის ძარცვავდა ქართულ ჯარს, შემდეგ უკვე გადავიდა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებაზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის თქმით, დავით კეზერაშვილის მიერ მითვისებული თანხები „პოლიტიკური პროცესების კრიმინალიზაციას ხმარდებოდა“.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კეზერაშვილი არის ჩვეულებრივი ყაჩაღი. ის ძარცვავდა ქართულ ჯარს, შემდეგ უკვე გადავიდა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებაზე. ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ფაქტები, მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიებაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, დიდი უბედურება ისაა, რომ ეს მოპარული თანხები, სხვადასხვა გზით, ხმარდებოდა ტელევიზიებს, ტელევიზიის თანამშრომლებს და პოლიტიკური პროცესების კრიმინალიზაციას, რომ დაეძაბათ ყველაფერი, მომხდარიყო შეტაკებები, აგრესია, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველა სარჩელი, რომელიც ამ რადიკალების მიერ იყო გაგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში, წააგეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვმოქმედებთ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0