23/05/2023
17:34
მსოფლიო
.jpg )
სამშაბათს, 23 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა, რომ რუმინეთმა, ერთსქესიან წყვილთა კავშირის იურიდიულად დაკანონებაზე უარის თქმით, ასეთი წყვილების უფლებები დაარღვია. ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ მიღებულ თავის გადაწყვეტილებაში, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას შეეხება.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 21-მა ერთსქესიანმა წყვილმა 2019 და 2020 წლებში შეიტანა. მათი განმარტებით, დაქორწინებულ წყვილებს არ გააჩნდათ ბევრ კანონიერ უფლებაზე წვდომის შესაძლებლობა.
რუმინეთში, სადაც ჰომოსექსუალობა 2000-იანი წლების დასაწყისიდან დეკრიმინალიზებულია, ერთსქესიანთა ქორწინება ან მათ შორის სამოქალაქო კავშირი ჯერ კიდევ არ არის დაშვებული.
თავის გადაწყვეტილებაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუმინეთს ასევე შეახსენა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ ისეთი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც ერთსქესიან წყვილებს შორის ურთიერთობების ადეკვატური აღიარებისა და დაცვის საშუალებას იძლევა.
0
0