21/09/2021
14:16
მსოფლიო
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. გადაწყვეტილება დღეს გამოიტანეს.
ვერდიქტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ყოფილი თანამშრომლის პოლონიუმით მოწმავლაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
ამასთან, რუსეთს ასევე ლიტვინენკოს ქვრივისთვის კომპენსაციის სახით 100 000 ევროს გადახდა დაევალა.
ალექსანდრე ლიტვინენკოს ქვრივმა, მარინა ლიტვინენკომ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 2020 წლის 15 ნოემბერს შეიტანა.
ცნობისთვის, ბრიტანელმა გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ 44 წლის ლიტვინენკომ რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული ჩაი დალია ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში, კოვტუნთან და ლუგოვოისთან ერთად. ლიტვინენკო სამი კვირის შემდეგ, 2006 წლის 23 ნოემბერს, გარდაიცვალა ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში.
ბრიტანეთის გამოძიებამ დაასკვნა, რომ რუსეთის მთავრობა იდგა 2006 წელს რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, მკვლელობის უკან და ეს მკვლელობა, სავარაუდოდ, ნებადართული იყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ.
0
0