უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ამერიკელი კანონმდებლის, სტივ კოენის მიერ, შეერთებული შტატების კონგრესში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიებას ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა.
„სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ამაზე მაღალ ინსტანციას მისი შეფასება აღარ შეეძლო, თუმცა ჩვენ დიდი ხანია ის კარგად შევაფასეთ კიდევაც და შესაბამისი მსჯავრიც გამოვუტანეთ.
ახლა, როდესაც ნებისმიერი განხილვის დროს ისევ სააკაშვილის წამოწევა ხდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასოწარკვეთილების სიმპტომი და აჩვენებს როგორ არიან აცდენილი რეალობას ეს ადამიანები.
ძალიან კარგი, მოახდინონ საკუთარი თვითლუსტრაცია, ჩვენი საზოგადოება დაინახავს ერთი, დეზინფორმაციის მხარეს რომ დგანან ეს ადამიანები და მეორე, რომ ისინი თავს ესხმიან სინამდვილეში საქართველოს“, - აცხადებს იონათამიშვილი.
0
0