24/03/2022
14:27
პოლიტიკა
„2008 წლის ომის საქმეზე ევროსასამართლოში ძირითადი საქმის მოგებას, რაც უდავოდ არის ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე, მოჰყვა სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ორდერი იმ პირთა დაპატიმრების შესახებ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ. ეს იყო მეორე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. დღეს უკვე სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც დაუშვებლად ცნო იმ საჩივრების განხილვა და მათზე რაიმე გადაწყვეტილების გამოტანა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით იყო შეტანილი ევროსასამართლოში“, - განაცხადა თალაკვაძემ.
0
0