14/01/2025
14:52
საზოგადოება
StopNCII.org - არის უფასო ონლაინპლატფორმა, რომელიც პირადი ხასიათის სურათების/ვიდეოების უნებართვოდ გავრცელების მსხვერპლებს ეხმარება.
პირადი, ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეოების უნებართვოდ გავრცელების ან შანტაჟის მსხვერპლებს შეუძლიათ პლატფორმაზე თვითონ ატვირთონ მასალები, რომლის კოდსაც StopNCII.org მიაწვდის მასში გაწევრიანებული სხვა პლატფორმებს, რომლებიც კადრებს საკუთარი არხებიდან წაშლიან.
პლატფორმა თანამშრომლობს ისეთ მსხვილ სოციალურ ქსელებთან როგორიცაა Facebook, Instagram, Tiktok, Reddit, ასევე Pornhub, Onlyfans და ა.შ.
StopNCII.org-ის პარტნიორი პლატფორმები
როგორ მუშაობს StopNCII.org:
მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე საკუთარი სურათების ან ვიდეოების ატვირთვის შემდეგ, ხდება მასალის უნიკალური ჰეშ-კოდის [სპეციალური "ციფრული ანაბეჭდი"] გენერირება - ფოტოების და ვიდეოების დუბლიკატებს აქვთ იგივე ჰეშ-კოდი.
ამის შემდეგ StopNCII.org გენერირებულ ჰეშ-კოდებს აწვდის პარტნიორ პლატფორმებს, სოციალურ მედიებს, ონლაინ სერვისებს და სხვ. რომლებიც ეხმარებიან იდენტური ჰეშ-კოდის მქონე ფოტოების/ვიდეოების აღმოჩენაში და შლიან პლატფორმებიდან.
პლატფორმის მიზანია, რომ თავიდან აიცილოს პირადი კადრების უნებართვოდ და უკანონოდ გავრცელება, ეხმარება მსხვერპლებს თავი დაიცვან ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეოების არასასურველი გავრცელებისგან.
პლატფორმის შესახებ ინფორმაცია ასევე გაავრცელა ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა:
"მეგობრებო, ვისაც პირადი ხასიათის ვიდეოებს გიქვეყნებენ, ან გაშანტაჟებენ, თქვენთვის მაქვს რჩევა.
ეს საიტია NGO სადაც ფეისბუქი, ინსტა და ტიკტოკიც არის გაწევრიანებული.
შეუძლიათ თვითონ დაზარალებულებმა ატვირთონ ეგ მასალა.
და წაიშლება დიდი პლატფორმებიდან სადაც არ უნდა იყოს.
ჩემმა სანდო და კვალიფიციურმა კონტაქტმა მომაწოდა მეტადან" - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0