14/11/2022
19:01
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა ბრძოლის ველია. მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან მრავალი ომის მოგვარების საკითხი გადაწყვეტილა, მაგრამ ამჟამად ის შემთხვევა არაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ამიტომ ნატო მას მხარს იმდენად დაუჭერს, რამდენადაც საჭირო იქნება.
სტოლტენბერგის თქმით, ნატოს ქვეყნებმა რუსეთი სათანადოდ უნდა შეაფასონ.
„რუსეთს ძლიერი სამხედრო შეიარაღება, მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და დიდი რაოდენობის ჯარისკაცი ჰყავს. რუსეთი ასევე მნიშვნელოვანი დანაკარგებისთვის მზად არის. შემდგომი თვეები რთული იქნება", - განაცხადა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ამოცანა უკრაინის პოზიციების გაძლიერებაა.
სტოლტენბერგის აზრით, უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დრო ჯერ არ დამდგარა, ვინაიდან რუსეთი უკრაინის დიდ ნაწილს კვლავ აკონტროლებს. ამავე დროს, კიევმა უნდა გადაწყვიტოს, მისთვის რა შედეგია მისაღები. მაგრამ როგორც მას მიაჩნია, ერთადერთი ვარიანტი ბრძოლის ველზე ძალების გადანაწილებაა.
„ამიტომ, ნატომ უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს, რათა მოლაპარაკებები რაღაც ეტაპზე მაინც გაიმართოს, რომლებიც უკრაინას ევროპაში სუვერენულ ქვეყნად დარჩენის გარანტიას მისცემს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
0
0