
რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა წლები გაგრძელდეს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild am Sonntag-ი ავრცელებს.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინისთვის უახლესი იარაღის მიწოდება დონბასის რეგიონის რუსეთის კონტროლისგან გათავისუფლების შანსს გაზრდის.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ფაქტისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. მაშინაც კი თუ ხარჯები მაღალია, ჩვენ არ უნდა შევამციროთ უკრაინის მხარდაჭერა, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერის კუთხით, არამედ ენერგეტიკისა და სურსათის ფასების ზრდის გამო“, - აღნიშნა ნატო-ს გენმდივანმა.
ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ეს არ არის შედარება ფასთან, რის გადახდაც უკრაინელებს ყოველდღიურად უწევთ.
სტოლტენბერგის განცხადებით, თუ პუტინი ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გააკეთა, მაშინ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით.
0
0