
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სტიქიისგან დაზღვეული არავინ არის, მთავარია რეაგირება დროულად მოხდეს.
როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარაში სიტუაცია მართვადია და სამხედრო ძალების დახმარებას რეგიონი არ საჭიროებს.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი. აჭარაში ეს მაღალ დონეზე არის.
„აჭარაში სიტუაცია ბევრად უკეთესია, ამინდმაც შეუწყო ხელი და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი თითქმის 100 პროცენტით აღდგენილი იქნება. დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ასევე, ელექტროენერგიის მხრივ თითქმის 80-90% აღდგენილია ქობულეთის რაიონში. დარჩენილი ასევე, რამდენიმე ლოკაცია, სადაც საჭიროებს ელექტროენერგიას.
სტიქიისგან დაზღვეული არავინ არის. მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აჭარაში კოორდინაციის თემა არის ძალიან მაღალ დონეზე. ასევე, მინდა გამოვყო უწყებები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჩემთან ერთად ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს მაშველებს, ასევე, თავდაცვის ძალების სამხედროებს, რომლებიც დღესაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. აჭარა არ საჭიროებს მათ დახმარებას მაგრამ გურიაში და იმერეთში ალბათ იქნება საჭიროება.
კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი. აჭარაში ეს მაღალ დონეზე არის. მუშაობს ხელი ხაზი. ყველასთან მყარდება კომუნიკაცია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
0
0