04/07/2025
10:09

თუშეთისკენ გზა ამ დრომდე ჩაკეტილია. უამინდობის გამო გადაადგილების პრობლემა შეიქმნა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე.
რამდენიმე მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარება 27-ე კილომეტრზე.
გზის გაწმენდით სამუშაოებს ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხებს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც ამინდის შესაბამისად, პერიოდულად მუშაობს.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის ზონაში იყვნენ ჩარჩენილი, სამაშველო სამსახურმა, სხვა უწყებებთან ერთად უვნებლად გამოიყვანა ხეობიდან.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში 30-მდე მოქალაქ იმყოფებოდა.
"უამინდობის გამო, დილიდანვე ჩაიკეტა საავტომობილო გზა, რათა უსაფრთხო ყოფილიყო მგზავრების გადაადგილება.
ჩავარდნილ გზაზე, სადაც მიმდინარეობს რეაბილიტაცია, იმყოფებოდა 30-მდე მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მყისიერად გამოცხადდა ადგილზე. სამი უწყების კოორდინაციით მოხდა 30-მდე ადამიანის უვნებლად გადმოყვანა. იმისათვის, რომ ავირიდოთ უბედური შემთხვევები, სანამ ამინდი არ გამოვა, ომალოს მიმართულებით გადაადგილება არ არის შესაძლებელი", - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
0
0