
სტიქიის შედეგად კიდევ ერთი გარდაცვლილის ვინაობა გახდა ცნობილი.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ქუთაისის პროზექტურაში სალომე ხეთაგურის გარდაცვალება დადასტურდა.
"გუშინ ნაპოვნი გოგონა ჩვენი სალომე ხეთაგური აღმოჩნდა💔 დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო.
მადლობას ვუხდი ყველა მაშველსა
და მოხალისეს❤️
აღარ ვიცი მეტი რა დავწერო,სიტყვებს ვერ ვპოულობ
გვანცა ბუბაშვილს ისევ ვეძებთ💔
ჩემი სალომე ყველას უზომოდ უყვარდა,სალომესნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა და არც იარსებებს, გაგვიფრინდა ანგელოზი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უმანკო სული❤️
აუცილებლად შევხვდებით ჩემო გოგო💔" - წერს ოჯახის ახლობელი დეაკო ძამაშვილი.
ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 26 გარდაცვლილთაგან, იდენტიფიცირებულია 24-ის ვინაობა. 7 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
0
0