
„ჩვენ გვინდა სტატუსი, სტატუსის მიღების წინ რატომ გამოიგონეთ ამ კანონის არსებობა თუ ეს მავნებლობა არ არის?“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან მმართველ გუნდს მიმართა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, კანონპროექტი ზუსტად ისეთივე იდენტურია, როგორიც რუსეთის ფედერაციაში.
„დასავლეთის 27 ქვეყნის ელჩი ამბობს, რომ კანონი არ არის დასავლური ღირებულებების. ჩვენ გვინდა სტატუსი, სტატუსის მიღების წინ რატომ გამოიგონეთ ამ კანონის არსებობა თუ ეს მავნებლობა არ არის? დასავლეთი, ვინც უნდა მოგვცეს სტატუსი, ისინი გვეუბნებიან, რომ არ არის დასავლური კანონი.
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოვიდა და თქვა, რომ ეს არ არის ამერიკული კანონი. ახლა მეორე საკითხი - სოზარ, ახლა თქვენს გასაგონად ვსაუბრობ, შშმ პირები, მარტოხელა დედები, გზები, C ჰეპატიტის პროგრამა, ექიმთა დაფინანსების პროგრამები, განათლების პროგრამები, ყველაფერი ეს ფინანსდება შემოსული თანხებით.
იმიტომ რომ იქ გარკვეული ოლიგარქატი, კორუფციონისტები ცხოვრობენ ძალიან კარგად და დანარჩენი შემოგარენში ჩამპალია მთელი რუსეთი. მართლა არ იცით რა მდგომარეობაშია ხალხი? რაც აქ ხდება, ხალხო, ეს ნორმალურია“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ კანონის განხილვას არასამთავრობოებსა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლაა მოჰყვა.
0
0