
მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - ევროკომისიის პასუხამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ოპოზიციამ რიტორიკა შეცვალა.
მთავრობის ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს არა ხელისუფლების, არამედ, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის დამსახურება იქნება. ნაწილი კი ამბობს, რომ მთავრობასთან ერთად, პასუხისმგებლობა მათაც ეკისრებათ და მიზნისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
"სტატუსი სჭირდება ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ბუნებრივია, მოსახლეობა უკვეთავს ყველა პოლიტიკურ ძალას და რაც არ უნდა ეცადოს "ქართული ოცნება" თითი გაიშვიროს ოპოზიციაზე, ეს ასე არ გამოვა, რადგან ევროკავშირში ღიად თქვეს, რომ მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე და ის მცირე შესაძლებლობა, რაც ოპოზიციას აქვს, რა თქმა უნდა გამოყენებული უნდა იყოს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრმა
თეონა აქუბარდიამ.
0
0