
სტატუსი ბუნებრივია გვინდა, მაგრამ მე მინდა მისი შინაარსი და არა სათაური. ქაღალდზე დაწერილი სტატუსი რუსისგან როგორ დამიცავს? - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თუ არ მისცემს ევროკავშირი სტატუსს ქვეყანას, მაშინ საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაში სრულ პასუხისმგებლობას ოპოზიციას დააკისრებს.
პირველი ვარიანტი - სტატუსს გვაძლევენ, მეორე ვარიანტი - სტატუსს არ გვაძლევენ, არავითარი მესამე ვარიანტი არ არსებობს. ამბობენ, რომ მოგვცემენ დათქმით, თუ დათქმით მოგვცემენ, ეს ნიშნავს, რომ არის პირველი ვარიანტი, ანუ მოგვცემენ. მეოთხე ვარიანტს ამბობენ, რომ გადაავადებენ - ეს ნიშნავს, რომ არ მოგვცემენ. ანუ საბოლოოდ გამოგვდის 2 ვარიანტი, ან მოგვცემენ, არ არ მოგვცემენ სტატუსს.
მე ვამბობ, გვინდა თუ არა სტატუსი - სტატუსი ბუნებრივია გვინდა, მაგრამ მე მინდა მისი შინაარსი და არა სათაური. სტატუსი გვინდა, მაგრამ აქ არის მეორე მხარე - გვეკუთვნის თუ არა - არ გვეკუთვნის. საქართველო არის ავტორიტარული ქვეყანა.
კანდიდატის ქაღალდზე დაწერილი სტატუსი რუსისგან როგორ დამიცავს? გინდათ, რომ რუსეთის მიღმა დავრჩეთ და მის კლანჭებზე არ ვიყოთ? შემოიყვანოს ნატო-მ ჯარები და მე გაძლევთ გარანტიას, რომ რუსის კლანჭებისგან ვიქნებით დაცულები. ევროკავშირის სტატუსი მინდა, მაგრამ არ მეკუთვნის, ევროკავშირის სტატუსობა რუსის კლანჭებისგან არ დაგიხსნის. თუ შინაარსი არ იქნება, სტატუსი არის სათაური“, - ამბობს მურმან დუმბაძე.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025