
დელეგაციების შემადგენლობა არ შეცვლილა. უკრაინული დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, ასევე მმართველი ფრაქციის ლიდერი დავიდ არახამია და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკი. რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.
მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა. მოლაპარაკებების დაწყებამდე, მხარეებს შეხვდა და მიესალმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, დელეგაციების შემადგენლობაში უფრო მეტი პირია წარმოდგენილი, ვიდრე ეს მინსკში იყო.
თურქეთის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის დროს კვლავ გაამახვილა ყურადღება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობაზე. ერდოღანის თქმით, თურქეთმა შეასრულა შუამავლის როლი და სამართლიანად მოეპყრო ორივე მხარეს. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას უმასპინძლოს.
0
0