14/11/2022
09:35
მსოფლიო
თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ პირი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში აფეთქება გამოიწვია, დაკავებულია.
დაკავებული ქალი, რომელმაც ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა, აფეთქებამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე, შემთხვევის ადგილთან ახლოს, სკამზე მჯდომარე შენიშნეს. ქალი აფთქებისთანავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიის შტაბ-ბინა მდებარეობს.
აფეთქება კვირას, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა; შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, მომხდარს „ტერორიზმის სუნი ასდის“.
0
0