სტამბოლში ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა
16/01/2025
15:06
მსოფლიო
A-
+A
თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან ბოლო 72 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა.
როგორც თურქული მედია იტყობინება, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 31 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას, რეგულარულ პალატებში კი 18 ადამიანი რჩება.
ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ნიშნებით, ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას 83-მა ადამიანმა მიმართა.
მომხდარს სტამბოლის გუბერნატორი დავუთ გიული გამოეხმაურმა და თქვა, რომ ის ვინც ფალსიფიცირებულ ალკოჰოლს ყიდის, ტერორისტებისგან არაფრით განსხვავდება.
„ყველა ვინც ფალსიფიცირებულ ალკოჰოლს ყიდის, იდენტიფიცირებულია და სასამართლოს წინაშე წარდგებიან“, - აცხადებს სტამბოლის გუბერნატორი.
0
0
18
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%