15/11/2022
20:23
მსოფლიო
გაზეთ Yeni Şafak-ის ცნობით, დაკავებულმა აღიარა, რომ თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის ე.წ დაზვერვის სკოლაში სწავლობდა და სპეცდაზვერვის ოფიცრად ამზადებდნენ.
გამოცემის ცნობით, აფეთქების განხორციელების ბრძანება ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიული ფილიალის ერთ-ერთმა ლიდერმა გასცა.
ქურთისტანის მუშათა პარტია ბრალდებებს უარყოფს.
როგორც ცნობილია, სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 81 დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონის სამძიმარი არ მიიღო, მისი რეაქცია თავდასხმაზე გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. მოკავშირეების არაგულწრფელობა განსაკუთრებით თვალნათელია.
„ე.წ. მოკავშირეებს თავი მეგობრებად მოაქვთ, რომლებიც ყველა ტერორისტს საკუთარ ქვეყნებში ან მალავენ, ან მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ მიერ მართულ ტერიტორიებზე სიცოცხლეს აძლევენ და საკუთარი სენატებიდან ფულს ოფიციალურად უგზავნიან.
ვფიქრობ, აშშ-ის მიერ გამოთქმული სამძიმარი აუცილებელებლად უნდა შეფასდეს, თითქოს მკვლელი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შემთხვევის ადგილზე მივიდა და რეაქცია ამ გზავნილზე ძალიან მკაფიო იქნება. ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება, ღვთის ნებით“, - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, სულეიმან სოილუმ.
თეთრი სახლის სპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შტატები ძალადობის აქტს, რომელიც სტამბოლში მოხდა, მკაცრად გმობს და ასევე უღრმეს სამძიმარს უცხადებს მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა.
0
0