
მსოფლიოში ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა 11-წლიანი პაუზის შემდეგ სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სტადიონზე კონცერტი გამართა. კონცერტი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე გაიმართა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
ირკვევა, რომ სტამბოლის პოლიციის დროულმა ჩარევამ მასშტაბური კატასტროფა თავიდან აიცილა.
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის წინ გატარებულმა უსაფრთხოების გაძლიერებულმა ზომებმა სოციალურ ქსელებში ფართო ყურადღება მიიპყრო. ღონისძიებაში, რომელიც მუსიკის მოყვარულებით იყო გადაჭედილი, 1000 სპეცრაზმელი, ასევე ათასობით სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელი და ანტიტერორისტული დანაყოფი მონაწილეობდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კონცერტზე შეფასდა ტერორისტული თავდასხმის შესაძლებლობა და მიღებული იქნა გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები. სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტმა წარმატებული ოპერაციის შედეგად თავიდან აიცილა პოტენციური კატასტროფა - იუწყება თურქული მედია.
კონცერტის ორგანიზებისთვის კომუნიკაციებზე პასუხისმგებელი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სერიოზული საფრთხე თავიდან იქნა აცილებული.
0
0