
ჩრდილოვანი კერძო სამხედრო სტრუქტურის - „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ახალწვეულებს სოლედარში, დონეცკის აღმოსავლეთში მოსალოდნელი ბრძოლების სასტიკი ხასიათის შესახებ აფრთხილებს, რომელშიც ისინი მალე იძულებით მიიღებენ მონაწილეობას.
„ვაგნერის“ სამხედრო მოსამსახურეები ინტენსიურ ბრძოლებს აწარმოებენ იმ მიზნით, რომ მარილის მომპოვებელი ქალაქი [სოლედარი] თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციონ. ევგენი პრიგოჟინმა ახალწვეულებს ასე მიმართა: „იცოდეთ, რომ სოლედართან შედარებით, სტალინგრადი "ისვენებს", ანუ უფრო სისხლისმღვრელი ბრძოლებია მოსალოდნელი“.
ევგენი პრიგოჟინი მიანიშნებს ბრძოლაზე, რომელსაც მრავალი ისტორიკოსი მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლად მიიჩნევს, როდესაც რუსებმა ნაცისტური გერმანია საბოლოოდ დაამარცხეს.
0
0
ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება
18/02/2026
გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დატოვა
18/02/2026