21/12/2022
18:46
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს სსრკ-ს დაშლის შემდეგ სურდა გამხდარიყო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მაგრამ მას იქ არ ელოდნენ, მიუხედავად ყველა მცდელობისა.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს საუკუნეების მანძილზე მისი დასუსტება და გაყოფა სურდათ.
„იგეგმებოდა, იმედოვნებდნენ, რომ ასე თუ ისე შესაძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, თითქმის ყოველთვის ვიცავდით სრულიად განსხვავებულ მიდგომას, განსხვავებულ დამოკიდებულებას. ყოველთვის გვინდოდა, ვყოფილიყავით ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, რაც ჩვენ საკუთარი ხელით დავუშვით, რატომღაც გვეჩვენებოდა, რომ დღითი დღე ვხდებოდით ამ ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. და როგორც გაირკვა, ჩვენ იქ არ გველოდნენ, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა“, - განაცხადა პუტინმა.
0
0