
ელექტრომომარაგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სს „თელასმა“ ქვესადგურში „საბურთალო-3“ 6კვ ძაბვის საფეხურზე დამატებით ორი სექციის მშენებლობა დაასრულა.
ქვესადგურის ტერიტორიაზე აშენდა ახალი შენობა, სადაც დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის კომპლექსური გამანაწილებელი მოწყობილობა ვაკუუმური ამომრთველებით, ციფრული მიკროპროცესორული სარელეო დაცვის ტერმინალებით და მშრალი სხმული იზოლაციის ძაბვის ტრანსფორმატორებით. ელექტროდანადგარების მუშაობაში ტექნოლოგიური დარღვევების თავიდან ასაცილებლად დამონტაჟდა დენშემზღუდი რეაქტორები .
ქვესადგური „საბუთალო-3“-ის კვანძში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პირობებში ახალი სექციები უზრუნველყოფენ დადგმული სიმძლავრის სრულ და საიმედო განაწილებას.
„პროექტის მეშვეობით მნიშვნელოვნად გაიზარდა საბურთალოს რაიონის 31 000 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა. ამასთანავე ქვესადგურში გაუმჯობესდა უსაფრთხოების და ეკოლოგიური პირობები“ - განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
0
0
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
19/12/2025