
ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხისა და უწყვეტობის გაუმჯობესების, ასევე ქსელის გაფართოების მიზნით, სს „თელასის“ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქვესადგურში „საბურთალო-2“ 10 კვ ძაბვის საფეხურზე დამატებით ორი სექციის მშენებლობა დასრულდა.
ქვესადგურის ტერიტორიაზე აშენდა ახალი შენობა, სადაც დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის კომპლექსური გამანაწილებელი მოწყობილობა ვაკუუმური ამომრთველებითა და ციფრული მიკროპროცესორული სარელეო დაცვის ტერმინალებით. ელექტროდანადგართა მუშაობაში ტექნოლოგიური დარღვევების თავიდან ასაცილებლად დამონტაჟდა დენშემზღუდი რეაქტორების ორი კომპლექტი. მოძველებული ორი ტრანსფორმატორი შეიცვალა ახალი ტრანსფორმატორებით და შედეგად დადგმული სიმძლავრე 80 მვა-მდე გაიზარდა.
ახალი სექციები საშუალებას იძლევა აღნიშნულ კვანძში განვითარდეს 10კვ ქსელი და განხორციელდეს, როგორც კომერციული დანიშნულების ობიექტების, ასევე ფიზიკური პირების ქსელზე შეუფერხებელი მიერთება. პროექტის მეშვეობით მნიშვნელოვნად გაიზარდა საბურთალოს რაიონის 29 000 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა.
0
0