
ტურნირის ფინალურ მატჩში სს “თელასის“ ფეხბურთელებმა „ჯი არ სის“ გუნდი ანგარიშით 4:1 დაამარცხეს და 2024-2025 წლების ბიზნესის ჩემპიონთა საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებულები გახდნენ.
ფინალური შეხვედრა 15 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და თელასელების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. „თელასის“ საფეხბურთო გუნდმა მთელი ტურნირი დაუმარცხებლად იასპარეზა. 9 მოგებული თამაშის შედეგად „თელასის“ ანგარიშზე 42 გატანილი გოლი და 5 გაშვებული ბურთია.
ასევე ტურნირის ხუთ ნომინაციაში საუკეთესოებად „თელასის“ ფეხბურთელები აღიარეს: საუკეთესო მეკარე (ლევან გაბუჩია), საუკეთესო მცველი (გიორგი სოზაშვილი), საუკეთესო საგოლე პასი (ამირან ცხომარია), საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ბომბარდირი (ლუკა გოგუაძე).
2024-2025 წლების ბიზნესის ჩემპიონთა საკვალიფიკაციო ლიგის ტურნირი 8 დეკემბერს დაიწყო და მასში 8 გუნდი მონაწილეობდა.
ვულოცავთ ჩვენს გუნდს მორიგ გამარჯვებას! ვუსურვებთ მათ წარმატებებს და შემდგომ სპორტულ გამარჯვებებს!
0
0