
კომპანია „თელასმა“ 2026 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

2026 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,910 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 4,7% (85 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2025 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2026 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2025 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,5%-ით (35,5 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 833,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 746,6 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 86,8 ათასი – იურიდიური პირი.
2026 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 810 კმ შეადგინა, რაც 7%-ით (510 კმ-ით) აღემატება 2025 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს. კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
0
0